იტალიაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ 8 ადამიანის გარდაცვალებას იძიებენ

იტალიაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა ქვეყნის წამლების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლა მაგრინიმ.

ამის შესახებ მან la Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“8 გარდაცვლილი გვყავს და 4 მძიმე შემთხვევა, ზოგიერთი მათგანი აცრიდან რამდენიმე დღეში დაფიქსირდა. გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარეობს შემოწმება, ვადები იწელება, ამიტომ, დოკუმენტაციისა და მონაცემების შეგროვება დავიწყებთ დაჩქარებული წესით”, – თქვა მან.

მაგრინიმ ასევე განაცხადა, რომ “ასტრაზენეკას” პრეპარატი უსაფრთხოა და ის პირები დაამშვიდა, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს.

მისი თქმით, “არაფერი არ უნდა ქნან, გარდა იმისა, რომ შესაძლო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ექიმს მიმართონ”.

“შეჩერების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და საფრანგეთმა გადაწყვიტეს, რომ ჯობს, იყოს შეჩერებული პროცესი, ბოლოდროინდელი არასასურველი შედეგების შემდეგ, ისინი ამბობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ გააგრძელებენ ვაქცინაციას. ეს პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებაა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები