მედია: პუტინი ნეთანიაჰუს დაჟინებით სთხოვს, რუსული ვაქცინა აღიაროს

ბოლო დროს კრემლმა იერუსალიმზე დიპლომატიური ზეწოლა გააძლიერა – ამ გზით სურს, ისრაელმა რუსული ვაქცინა აღიაროს და მის გამოყენებაზე ლიცენზია გასცეს, როგორც ეს “ფაიზერისა” და “მოდერნას” შემთხვევაში მოხდა.

გამოცემა “ედიოთ აქრონოტის” მასალაში ნათქვამია, რომ მოსკოვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მისი ვაქცინა სწორედ ისრაელმა აღიაროს, რადგან ებრაული სახელმწიფო მასობრივი ვაქცინაციის მსოფლიო ლიდერია.

გამოცემა წერს, რომ ადრე ისრაელმა რუსეთს არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ქვეყანაში “ფაიზერის” და “მოდერნას” გარდა არცერთ უცხოურ ვაქცინას არ დაამტკიცებდა.

“ედიოთ აქრონოტი” წერს, რომ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს რეგლამენტის თანახმად, ისრაელის ყველა მოქალაქე, რომელიც საზღვრებს გარეთ აიცრა, სახლში დაბრუნების დროს ვალდებულია, სეროლოგიური ტესტი ჩაიტაროს. ეს ეხება რეპატრიანტებსაც, რომლებიც ისრაელში ჩასვლამდე “სპუტნიკით” აიცრეს.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოში პირველმა განაცხადა, თუმცა, პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში მსოფლიო თანამეგობრობა და რუსეთის საექსპერტო საზოგადოება ამ დრომდე დარწმუნებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები