ფხენიანი ვაშინგტონს ემუქრება, რომ შესაძლოა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში “მშვიდი ძილი” დაკარგონ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და და კორეის შრომითი პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების უფროსის მოადგილე კიმ იო ჩჟონი სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლებას გმობს და ვაშინგტონს ურჩევს, არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც მას უახლოესი 4 წლის განმავლობაში მშვიდ ძილს წაართმევს.

განცხადების დასასრულ, კიმ იო ჩჟონმა აშშ-იც ახსენა და თქვა – “ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტყვი ერთ რამეს ახალ ადმინისტრაციას, რომელიც ოკეანეს გაღმიდან ყველა ძალით ცდილობს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დენთის სუნი დატრიალდეს. თუ მათ სურთ, კომფორტულად იძინონ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თავიდანვე არ გააკეთონ ისეთი რამ, რაც მათ მშვიდ ძილს წაართმევს”.

სამხრეთ კორეა და აშშ ერთობლივ წვრთნებს 8-18 მარტს ატარებენ.

სეულში იმედი გამოთქვეს, რომ ფხენიანს ამასთან დაკავშირებით „მოქნილი და გონივრული“ მიდგომა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები