ავღანეთში სტუდენტების ავტობუსს თავს დაესხნენ, არიან დაღუპულები

ავღანეთში ბაგლანის პროვინციის უნივერსიტეტის სტუდენტების ავტობუსს თავს დაესხნენ. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედიას ძალოვან სტრუქტურებში წყარომ განუცხადა, ავტობუსს სარაკეტო ჭურვი მოხვდა, დაღუპულია მძღოლი და ერთი სტუდენტი, 6 ლექტორი დაიჭრა.

აღინიშნება, რომ ავტობუსში 25-მდე სტუდენტი და ლექტორი იმყოფებოდა.

როგორც ბაგლანის პოლიციაში განაცხადეს, თავდასხმის უკან “თალიბანი” დგას, თუმცა, რადიკალურ დაჯგუფებაში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები