თეთრი სახლის თანამშრომლებს კორონავირუსზე ყოველდღიურად ტესტის ჩაბარება აღარ მოუწევთ

თეთრი სახლის თანამშრომლებს კორონავირუსზე ყოველდღიურად ტესტის ჩაბარება არ მოუწევთ, ამიერიდან ამის გაკეთება მხოლოდ კვირაში ერთხელ არის სავალდებულო, – იტყობინება Axios-ი.

აღინიშნება, რომ გადაწყვეტილება შეიძლება, უკავშირდებოდეს თეთრ სახლში თანამშრომელთა უმრავლესობის ვაქცინაციას.

როგორც პორტალს თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კევინ მუნოზმა განუცხადა, ტესტირების გარდა, თანამშრომლებისთვის სხვა ზომები ძალაში ხდება.

იანვარში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახადა ყოველდღიური ტესტირება, ასევე, პირბადის აუცილებელი ტარება, რაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს არ ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები