ბორის ჯონსონი: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და მთავრობას დარწმუნებით შეუძლია მისი გამოყენება ვაქცინაციის დროს.

ამის შესახებ გამოცემა ,Reuters-ი წერს.

ჟურნალისტების კითხვას, შეუძლია თუ არა, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უპასუხა: “დიახ, შემიძლია”.

„ჩვენი სამედიცინო მარეგულირებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და გამოცდილი მარეგულირებელია. ისინი ვაქცინაციის პროგრამის შეწყვეტის მიზეზს ვერ ხედავენ. შესაბამისად, ჩვენ კვლავ ვენდობით ვაქცინაციის პროგრამას და კარგია, რომ ბრიტანეთის მასშტაბით ის ასე სწრაფად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები