მამუკა მდინარაძე: ვინაიდან კრისტიან დანიელსონი დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია და ცუდი ვერაფრით იქნება

“ბევრ რამეს აღმოაჩენთ, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან სიმართლესთან არ ჰქონია ადგილი. ამის იქით სიღრმეში არ ჩავალ, რადგან შეხვედრის პირობებს ვიცავ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან კრისტიან დანიელსონი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია და ცუდი ვერაფრით ვერ იქნება.

„იქედან გამომდინარე, რომ გუშინ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა, ეს დროში ცოტა უნდა გაწელილიყო და შეიძლება კარგი არ ყოფილიყო. ვინაიდან ეს ადამიანი საქართველოში დარჩა და მოლაპარაკებებს აგრძელებს, ეს მხოლოდ კარგია და ცუდი ვერაფრით ვერ იქნება. მის დარჩენას ვიღაცებმა რა კუდები მოაბეს, როგორ გაიტანეს შეხვედრის დეტალები, ეს ის საკითხებია, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ და დამერწმუნეთ, ბევრს ვილაპარაკებთ, შეთანხმების შემდეგ. ბევრ რამეს აღმოაჩენთ, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან სიმართლესთან არ ჰქონია ადგილი. ამის იქეთ სიღრმეში არ ჩავალ, რადგან შეხვედრის პირობებს ვიცავ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები