გია ვოლსკი: ჩვენი წინადადებები იმ ინტერესებზეა ორიენტირებული, რაც აქვთ მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც აქვს არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ – საერთაშორისო თანამეგობრობას.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მეტი კონსულტაციაა საჭირო.

„რაც შეეხება უკან გადადგმულ ნაბიჯს, კონსულტაციები და მოლაპარაკება ითვალისწინებს ხანდახან დროებით შეწყვეტას, გადადებას, გაგრძელებასა და ერთ ჯგუფებთან მეტ საუბარს. ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ – საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტი კონსულტაცია ოპოზიციასთან არის საჭირო, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები