მეწყრული პროცესები და ზვავების ფორმირება – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია, ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები