დაცვის პოლიცია სამთო კურორტების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სამთო კურორტების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

შსს-ს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომლები გუდაურსა და ბაკურიანში არსებულ ტურისტულ ზონებში საბაგიროებთან ტურისტების ნაკადისა და სოციალური დისტანციის რეგულირებას ახორციელებენ.

დაცვის პოლიცია სამთო კურორტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები