ნიდერლანდებში ანტისაკარანტინო აქცია წყლის ჭავლით დაშალეს (ფოტო, ვიდეო)

ჰააგაში პოლიციამ ანტისაკარანტინო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა – ისინი  კორონავირუსულ შეზღუდვებსა და სხვა ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პოლიციის მოთხოვნას დაშლის შესახებ არ დაემორჩილნენ, მათ სპეცრაზმი ხელჯოხებითა და ძაღლებით დაუპირისპირდა.

რამდენიმე ადამიანს წარწერები ეჭირათ – „სიყვარული და თავისუფლება: არა დიქტატურას“.

ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ნიდერლანდებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 04:30 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იანვრიდან მოქმედებს, მოსალოდნელია, რომ ის მარტის ბოლომდე შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები