დავით სერგეენკო: „ასტრაზენეკა” დადასტურებულად უსაფრთხოა და მას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ, უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი
„ასტრაზენეკა” დადასტურებულად უსაფრთხოა და მას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ, უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, ჯერჯერობით, პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა.
„საქართველოში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის. „ასტრაზენეკა” დადასტურებულად უსაფრთხოა და მას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ, უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი. იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ დანიაში, ავსტრიასა და რამდენიმე ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში შესასწავლად შეჩერდა პროცესი, დასკვნა გუშინწინ დაიდო და ითქვა, რომ ეს გართულებები, ერთი ფატალური შემთხვევა კავშირში არ არის ვაქცინაციასთან.
ჯერჯერობით, ვაქცინაცია პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ყველას ვთხოვ, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ. „ასტრაზენეკას” ვაქცინა არის უსაფრთხო და ყველამ უნდა გაიკეთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.