მონღოლეთს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 80-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას CGTN ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 5 მწყემსი და ერთი ბავშვია, ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 548 დაკარგულის შესახებ, თუმცა, მათგან 467 ნაპოვნია, 81 პირის ძებნა გრძელდება.
ტელეარხის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვაა.
მანამდე გახდა ცნობილ, რომ ქვიშის ქარიშხალი პეკინს დაატყდა, რის გამოც ქალაქში საცობები შეიქმნა. ქალაქის ხელისუფლებამ საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა, ხილვადობა ათასს მეტრს არ აღემატება. მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლების განსაკუთრებული საჭიროებების გარდა არ დატოვონ.