The Guardian: ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღაა

“ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღაა, რომლის დაწყებას ახალ მუტაციებსა და ვაქცინაციის მდარე ტემპებს უკავშირებენ”, – წერს The Guardian-ი.

გამოცემა წერს, რომ ევროპაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თებერვლის დასაწყისიდან რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რამაც გამოიწვია შეზღუდვების განახლება, ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადება და ზოგიერთ ქვეყნებში ფაქტობრივი “ლოქდაუნის” შემოღება.

The Guardian-ის ინფორმაციით,  გერმანიაში, ფაქტობრივად, აღიარეს, რომ მესამე ტალღაში იმყოფებიან, იტალიაში კი, მკაცრი შეზღუდვები დააბრუნეს იმის შიშით, რომ გასული გაზაფხულის მოვლენები განმეორდება.

ვითარება ასევე საგანგაშოა საფრანგეთში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოველ 12 წუთში ხვდება პაციენტი.

გარდა ამისა, დღიური რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები