AstraZeneca: არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პრეპარატი თრომბოზის წარმოქმნის რისკს წარმოადგენს

ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca -ში აცხადებენ, რომ 17 მილიონზე მეტი აცრილი ადამიანის მონაცემის შესწავლის შემდეგ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პრეპარატი თრომბოზის წარმოქმნის რისკს წარმოადგენს.

ამის შესახებ AstraZeneca-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“17 მილიონზე მეტი აცრილი ადამიანის შესახებ ინფორმაციის შემოწმების შემდეგ, კომპანიამ ვერ გამოავლინა ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკის მტკიცებულება ვერცერთ ასაკობრივ ჯგუფში.

ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნებსა და ბრიტანეთში თრომბოზის 15, ხოლო ფილტვის ემბოლიიის 22 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო მოსალოდნელი ამ რაოდენობის ადამიანების იმუნიზაციის შედეგად.

რაც შეეხება ვაქცინის ხარისხს, ამ შემთხვევაშიც არ არის დადასტურებული მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა, რომელიღაც პარტიას უკავშირდებოდეს. ვაწარმოებთ დამატებით ტესტირებას და არცერთ დამატებით კვლევას გვერდითი შედეგი არ გამოუვლენია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს დანიამ “ასტრაზენეკას” ვაქცინით მოსახლეობის აცრა მას შემდეგ შეაჩერა, რაც რამდენიმე აცრილ ადამიანს თრომბოზი განუვითარდა. დანიის შემდეგ, ანალოგიური გადაწყვეტილება ნორვეგიამ, ავსტრიამ, ესტონეთმა, ლატვამ, ლიეტუვამ ლუქსემბურგმა, ისლანდიამ, ნიდერლანდებმა შეაჩერეს.

ჯანმო-ში განაცხადეს, რომ პრეპარატს დამატებით შეისწავლიან და საბოლოო რეკომენდაცია გამოაქვეყნებენ.

საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. პირველ ეტაპზე დღეიდან აიცრებიან მედიცინის მუშაკები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები