ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პირი

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 13 730 ტესტი, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 328 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 275 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 455 PCR ტესტით. “ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 148-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 268 565-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 12, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, საიდანაც: 1 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 139, იმერეთში – 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 116, აჭარაში – 23, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 3, იმერეთში – 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 642 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 544 პირი, აჭარაში – 477, იმერეთში – 647”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები