მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა
რა თქმა უნდა, ჩემი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები კეთდებოდა. რომელი ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები?! ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირადი ცხოვრების რამის გავრცელების?! – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა TV პირველის კითხვას, კეთდებოდა თუ არა მისი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები.
„9 წელი ვიყავი ხელისუფლებაში და ერთი შემთხვევა არ ყოფილა, სადმე, სოციალურ ქსელში, ტელევიზიით გავრცელებულიყო კადრები ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ. სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფების დროს. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება არ უნდა იყოს და ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. არავითარ შემთხვევაში, ეს არავინ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რამე სხვა მიზნებით“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.