პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების ჩართულობა ზრდის შანსებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი უფრო კონსტრუციული თანამშრომლობის ეტაპზე გადავა.
ამის შესახებ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,იყო ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთანხმებული, ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუციული თანამშრომლობის ეტაპზე, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეხვდა.