წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი”, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10600 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10600 ლარი შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები