საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას ეხმაურება.
„კრისტიან დანიელსონის თბილისში ჩამოსვლა ცხადყოფს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა სპეციალურ წარმომადგენელთან. კიდევ ერთხელ, თითოეულმა მხარემ ქვეყანა პირველ ადგილზე უნდა დააყენოს და დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძოლოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.