გიორგი ბარამიძის პასუხი კითხვაზე მართალი იყო, თუ არა ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის ფარული აუდიოჩანაწერი, რომ მათ თითქოს ხალხის მსხვერპლი უნდოდათ
აჭარის ტელევიზიის ეთერში “თავისუფალი სივრცე” გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 2011 წელს გამოქვეყნებული ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის ფარული აუდიოჩანაწერი, თითქოს მათ ხალხის მსხვერპლი უნდოდათ, მართალი იყო.
მისივე თქმით, მიუხედავად ჩანაწერის ავთენტურობისა ყველას აქვს უფლება გაასაჩივროს.
“მე რამდენადაც ვიცი მართალი იყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ქალბატონ ნინოს აქვს უფლება გასაჩივრების და დამტკიცების”, – განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი შს სამინისტრომ 2011 წლის მაისის აქციების დროს გამოაქვეყნა, რაზეც ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ფაბრიკაცია იყო.