ხობელმა მოჭიდავეებმა გურჯაანში წარმატებით იასპარეზეს
გურჯაანში გამართულ, საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. “I ადგილი – მაცი ზარანდია (მწვრთნელი ალმასხან ხუნჯუა) II ადგილი ვახტანგ ლოლუა (მწვრთნელი სურაჯი გვასალია) III ადგილი – ენვერ კილასონია (მწვრთნელი ალმასხან ხუნჯუა) გამარჯვებულ და პრიზიორ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.