საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მედიატორად კრისტიან დანიელსონის დანიშვნას მიესალმება.
ამის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.
„მივესალმები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის მისაღწევად“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.