„ექსპო ჯორჯიასთან“ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების დაწყებამდე ხმაურია

„ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იწყება. ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძეა.
სწორედ მის გამოჩენას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება ირაკლი აბუსერიძის მომხრეებსა და მის მხარდამჭერებს შორის. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და ვითარების განმუხტვას ცდილობენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, ბრძოლა გრძელდება და ქართულ რაგბს ვერ დაიმონებენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბრის ყრილობის გამარჯვებულია, თუმცა, მას საჯარო რეესტრმა უფლებამოსილება შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამობა დასახელდა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები