დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის რაიონი – 10:00-დან 17:00-მდე ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, მაისურაძის, ხომლელის, სუხიშვილის, გახოკიძისა და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, კლდეკარისა და ბუგეულის ქუჩების მოსახლეობას.
14:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, შატილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძისა და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.