ბერა ივანიშვილი: არც კი დავიწყებ კამათს, იყო თუ არა ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, – თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს დღესაც მოვთხოვ
მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ტვ პირველის ეთერში გასული ჩანაწერები 2011 წლის ზაფხულის პერიოდს ასახავს, როცა ის 15-16 წლის იყო.
არ დავიწყებ ამაზე კამათს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც იგივე პორზიციაზე ვდგავარ – თუ ვინმეს დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა.
ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე 10-11 წლის ბავშვებზე თავდასხმა, ეს იყო მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები.. ბავშვებს წერდნენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს.. რაზეც მშობლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. დაგვიკავშრდნენ ჩვენ და ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკისა და მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. ჩანაწერებში გარკვევით ისმის, როცა ბავშვებზეა საუბარი, ამას ესწრებიან მშობლები და მეზობლები და არის მხოლოდ სიტყვიერი დარიგება, – ამბობს ბერა.