სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ეუთო/ოდირ-ის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირ-ის დასკვნას ეხმაურება.

„მივესალმები ეუთო/ოდირ-ის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ „არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო“. ყურადღებას ვაქცევ საარჩევნო რეფორმას, რომ მასში უახლესი რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები