საფეხბურთო კლუბები 2022 წელს ყატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების მოწოდებით გამოდიან

გერმანიის ფეხბურთის ქომაგთა გაერთიანება ქვეყნის საფეხბურთო კავშირს მოუწოდებს, 2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს გამოუცხადოს ბოიკოტი, რომელიც ყატარში უნდა გაიმართოს.

მანამდე The Guardia-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ, მუნდიალთან დაკაშირებული მშენებლობის გამო, ყატარში ათასობით მიგრანტი ჩავიდა. გამოცემის ინფორმაციით, 10 წლის განმავლობაში ყატარში ყოველ კვირას იღუპებოდა 12 მუშა ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანლგადეშიდან და შრი-ლანკადან, ჯამურად, 6,5 ათასი ადამიანია დაღუპული.

ჯერ კიდევ 6 წლის წინ იწერებოდა მიგრანტებისთვის ძალზე დისკრიმინაციულ და სახიფათო სამუშაო პირობების შესახებ. აღინიშნებოდა, რომ ისინი სრული ექსპლუატაციის პიროებებში გროშებს გამოიმუშავებდნენ, ასევე, მათ დამსაქმებლის ნებართვის გარეშე სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლიათ.

გერმანიის საფეხბურთო კავშირისთვის გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ “ძალიან გვიანია, ამ ადამიანებს ვერ გავაცოცხლებთ. მაგრამ არ შეიძლება, ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მოხდა. სპორტი ადამიანებს აერთიანებს, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების მიუხედავად. მნიშვნელოვანია ამ კავშირის შენარჩუნება. მაგრამ ახლა ჩვენ წინაშე დგას საკითხი, რომელიც არც პოლიტიკას, არც კულტურას არ ეხება, არამედ ის ადამიანობასა და სიცოცხლის უფლებას შეეხება. ვიცით, რომ ფანატები მოუთმენლად ელოდებიან გერმანიის ნაკრების მატჩებს, ასევე, ვიცით, რომ ფეხბურთელებისთვის ეს ტურნირი კარიერის მთავარი მოვლენაა. მაგრამ არაფერი ამართლებს ყატარში ადამიანების უფლებების დარღვევას. ტურნირში მონაწილეობაც კი მათ მხარდაჭერას ნიშნავს. საფეხბურთო დღესასწაულის მოწყობა ათასობით მიგრანტის საფლავზე წერტილს დაუსვამს ისეთ მცნებებს, როგორებიც არის მორალი და ღირსება. ფეხბურთი თამაშზე მეტია”.

მანამდე ანალოგიური მოწოდებით ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციას ქვეყნის კლუბებმა მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები