არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირ-ის ოფისს დასკვნებისა და შეფასებისთვის გადაეგზავნა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირ-ის ოფისს დასკვნებისა და შეფასებისთვის გადაეგზავნა.
,,საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით, დღეს ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირ-ის ოფისს დასკვნებისა და შეფასებისთვის.
პარლამენტში სამი მოსმენის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში – ერთად ვიმუშაოთ, რომ შემდეგ ადგილობრივ არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდეს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში და გაუმჯობესებული საარჩევნო წესებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.