მიტროპოლიტი სტეფანე: არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას, იმედი მაქვს, დამთავრდება სკანდალი ჭყონდიდის ეპარქიაში და დაიწყება სულიერი ცხოვრება

“იმედი მაქვს, დამთავრდება სკანდალი მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში და დაიწყება სულიერი ცხოვრება”, – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.

„არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას, რა მაქვს დასატოვებელი? იქ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესით შეკრიბა ხალხი, შეთქმულება მოაწყეს. მე ჩვეულებრივად მოვიწვიე სამღვდელოების კრება. არც მრევლი და არც მედია არ იყო მოსაყვანი, რადგან სასულიერო პირებს გვაქვს წესი, რომ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ. იქ ჰქონდათ კითხვები და მზად ვიყავი, ყველაფერზე მეპასუხა.

რაც იქ ხდებოდა, ყველამ კარგად ნახა, რომ ყვიროდნენ იმ სასულიერო პირების ნაშიერები, რამდენიმე კაცი სალაპარაკოდ კი არა, საჩხუბრად იყო მოსული. სპეცოპერაცია უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ერთად უნდა ვილოცოთ. მრევლთან მსიამოვნებს ურთიერთობა. გულანთებული ადამიანები ცხოვრობენ და იმედი მაქვს, დამთავრდება სკანდალი მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში და დაიწყება სულიერი ცხოვრება“, – განაცხადა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა​.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს გუშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები