ეკვატორულ გვინეაში ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ეკვატორულ გვინეაში 7 მარტს მომხდარი ძლიერი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 98-ს მიაღწია, 615 დაშავებულია.

ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა, ტეოდორე ნგემა ობიანგ მენგემ განაცხადა.

7 მარტს ოთხი აფეთქება მოხდა ქალაქ ბატაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქების მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო დინამიტთან დაუდევარი მოპყრობა ან ფერმერების მიერ ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, რომლებიც სამხედრო იარაღის საწყობებთან ახლოს ბალახს წვავდნენ.

ქალაქ ბატაში აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ან ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანად ჩამოშლილია შენობების უმრავლესობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები