დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა.
გიორგი ბაგრატიონმა რეგიონული სამმართველოების ხელძღვანელლებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.
სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე რეგიონში განთავსებულ საკარანტინე ზონებთან მივიდა, რომლებსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო და ქვეყანაში არსებულ საკარანტინე ზონებისა და კოვიდ სასტუმროების უსაფრთხოების დაცვას ახორციელებს.