დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეს დევნაა – ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრიამ ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაღმაიძემ მომხდარი ფაქტი დევნად შეაფასა.

„მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე, სასულიერო პირებმა. მრევლის პროტესტი არ ამართლებს იმას, რომ მოხდეს რეზიდენციაში შეჭრა, ეს არის დევნა. თუ არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ იმის გამო, რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს, რაღაც არ მოსწონს, გამართლებულია შევარდნა რეზიდენციაში, კრების დროს ძალით კარების ნგრევა, თუ ვინმე მეტყვის ამას, მაშინ გაამართლეთ ეს საქციელი. მიპასუხეთ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე და კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით? აქედან დავიწყოთ, რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ეს სწორად? ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავროს სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ ჩვენ,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ინციდენტის შედეგად ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტების დაზარალდნენ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ, ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას,“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა – შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები