კახა კალაძე: ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული.
„უკვე გავრცელდა ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მგონი, კაცი საოპერაციო მაგიდაზეა. ასე რომ, ცხადი იყო ის ახსნა-განმარტებები, რომელიც გაკეთდა. საქმიანობა, რომელსაც ის ეწეოდა, საჭიროებს ყოველდღიურ მუშაობასა და ქმედებებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.