კახა კალაძე – გადადგომაზე: ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება

“ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება”, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ტოვებს თუ არა ის მერის თანამდებობას.

მისი თქმით, თანამდებობიდან გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

„მე არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ მალულად იყოს ან ჩუმად, ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ, მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისელების წინაშე, ბევრ პროექტს ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები