თბილისში „1000 მშობლის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში “1000 მშობლის მარში” მიმდინარეობს, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან დასრულდება.

აქციაზე იმყოფებიან “ლელოს” წარმომადგენლებიც. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მარში აპოლიტიკურია.

“ეს არის ,,ათასი მშობლის მარში”, რომელსაც “ლელო” უერთდება, ეს აპოლიტიკური აქციაა, რომელსაც ყველა უნდა შეუერთდეს, ვისაც შვილების უსაფრთხოება აღელვებს. ამ მარშისა და აქციის იდეა დაიბადა ქობულეთში, 14 წლის გოგონას სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, ეს ბავშვი, ისევე როგორც ბევრი სხვა ბავშვი, გახდა ძალადობის მსხვერპლი. არცერთმა სახელმწიფო უწყებამ არ შეასრულა ის, რაც კანონით ევალებოდათ”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები