გიორგი ვოლსკი: გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს, აწამეს, მოკლეს და დღეს ეს ადამიანები გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო

“სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს და მოკლეს, რეალურად აწამეს და მოკლეს ადამიანი”,​ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

“სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს და მოკლეს, რეალურად აწამეს და მოკლეს ადამიანი. დღეს ეს ადამიანები დგანან და გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო. რაც შეეხება მურუსიძეს, მე მისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მას დაუწერეს კანონი, რომლის მიხედვითაც ის შედეგი უნდა დამდგარიყო, რაც დადგა. ბოროტება ისაა, რომ მურუსიძეს კანონი დაუწერეს, დღეს დგანან და იმათი გამოძახილებით შეკითხვებს ვუსვამთ ერთმანეთს. ეს ხალხი დღეს შემკვეთიც და მწამებელიც, ამ ადამიანების გვერდით დგანან, გინდა “ლელო” აიღეთ და გინდათ სხვა პარტია და აქედან მორალს გვიკითხავენ, 11 წლის წინ რა განცხადება გააკეთა ბავშვმა, რომელსაც უწმაწურად აგინეს. ეს არის უზნეობა და უნდათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამ უზნეობაში ჩართონ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები