სერბეთის პრეზიდენტზე უკანონო მოსმენა ქვეყნის პრემიერმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა

სერბეთის პრემიერმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის უკანონო მოსმენა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.

მისი თქმით, საქმეში ჩართული არიან მმართველი პარტიის წევრები და შსს-ს მაღალჩინოსნები.

გვიან ღამით, სერბეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ქვეყნის შს მინისტრმა, ალექსნადრე ვულინმა განაცხადა, რომ, ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს უკანონოდ 1572 ჯერ მოუსმინეს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქმეში ჩართული არიან შსს-ს მაღალჩინოსნები და რომ საქმე მასალებთან ერთად გადაეცა პროკურატურას.

“სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის უკანონო მოსმენა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა”, – თქვა პრემიერმა.

მისი თქმით, გამოძიებამ მთელი მექანიზმი უნდა გახსნას.

“ვფიქრობ, ამის უკან იდგნენ უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ადამიანები, პირველ ყოვლისა, შსს-ში, ასევე, მმართველ პროგრესულ პარტიაში. ასევე, ყველაფერი შეიძლება დაკავშირებული იყოს კრიმინალურ ორგანიზაციებთან, მაფიასთან, მედიის ნაწილთან, ასევე ეჭვს არ იწვევს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჩარევა. მიზანი – სერბეთის დესტაბილიზაცია, ვუჩიჩის ფიზიკური ან სხვა გზით მოშორებით”, – თქვა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები