ეკვატორულ გვინეაში სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო ბაზაზე ძლიერი აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი დაშავდა.

აფეთქებების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი პროგნოზით, ინციდენტი შესაძლოა, იარაღის საწყობს უკავშირდებოდეს.

ნავთობითა და გაზით მდიდარი ეკვატორული გვინეის 1.4 მილიონი მოსახლის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. გვინეას უკვე 42 წელია, 78 წლის ტეოდორო ობიანგ ნგუემა მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები