ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უკვე აპრილიდან ვაქცინების მიწოდება გეგმურად გაგრძელდება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინის მიწოდება გაიზრდება.

ამის შესახებ Politico წერს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, უკვე აპრილიდან მწარმოებლები თავდაპირველ გეგმას დაუბრუნდებიან და მიწოდება ორჯერ გაიზრდება.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის მეორე კვარტლიდან ევროკავშირი თვეში 100 მილიონ დოზას მიიღებს, ჯამურად, ივნისის ბოლოს 300 მილიონი დოზა ექნება.

შიდა ბაზრების საკითხებზე მომუშავე ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი ასევე ოპტიმისტური განცხადებით გამოვიდა და თქვა – “კარგი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიებისა და ქარხნების ფართო პორტფელი გვაქვს, რაც გვარწმუნებს, რომ შეფერხებებს ავირიდებთ”.

ევროპის წამლების სააგენტოს გამოყენებისთვის Pfizer/BioNTech, Moderna-სა და Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინებისთვის აქვს ნებართვა გაცემული. ასევე, მოსალოდნელია, რომ უკვე მიმდინარე კვირას გადაწყვეტილება ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson-თან დაკავშირებითაც იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები