მიხეილ სარჯველაძე: როდესაც ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს, ამისთვის მიზეზი იპოვოს

“სრული მზადყოფნა გამოიხატა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება, მოლაპარაკების პროცესში იყოს განსახილველი, მაქსიმალურად შევაჯეროთ და მაქსიმალურად შევძლოთ ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავაც იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს მოლაპარაკებებთან მიმართებით სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს.

“სრული მზადყოფნა გამოიხატა, რომ შევძლოთ, ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება, მოლაპარაკების პროცესში იყოს განსახილველი, მაქსიმალურად შევაჯეროთ და მაქსიმალურად გვქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებაზე. კვლავაც იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს მოლაპარაკებებთან მიმართებით სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს.

როდესაც ადამიანს არ სურს მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ის ყოველთვის შეძლებს,  იპოვოს მიზეზი იმისა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს ძალიან მარტივია, თუმცა, რამდენად დამაჯერებელი იქნება და როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება, ეს, ალბათ, დროის საკითხია”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები