შედის თუ არა სომხეთი კორონავირუსის მესამე ტალღაში – ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მზარდია

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 337-ით გაიზარდა და, ჯამურად, 175 016 დაავადებული შეადგინა.

შესაბამის მონაცემს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში რესპუბლიკაში ვირუსს კიდევ 4 ადამიანი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან კი ეს 3225-ე ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება სულ 164 954-მა ადამიანმა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში უკვე თვეზე მეტია, რაც ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა, ადგილობრივი მედია უკვე მეორე დღეა, მაჩვენებლის ზრდაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები