თელავში ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ, მშობლები და ბებია მოკლა

თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (11-პრიმა 109-ე) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები