ირაკლი ქადაგიშვილი ჩანაწერებზე: დიდი ალბათობით, შავი მასალა და მისი ფაბრიკაცია არის ყველაზე და ადამიანები ჰყავთ წნეხის, ტერორის ქვეშ

“პოლიტიკური სპექტრი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმის დროს შეზღუდულია იმიტომ, რომ დიდი ალბათობით შავი მასალა და მისი ფაბრიკაცია არის ალბათ ყველაზე და ადამიანები ჰყავთ წნეხის და ტერორის ქვეშ”,- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გუშინ გასულ აუდიოჩანაწერებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე შეფასებით, აღნიშნული მოლაპარაკებების ჩაშლას ემსახურება.

„ეუთო/ოდირის ოფიციალურმა დასკვნამ არჩევნებთან დაკავშირებით, თვალნათლივ აჩვენა, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით. მოლაპარაკებების მაგიდასთან, მათ უკვე უწევდათ რეალურ კომპრომისზე წასვლა და შეთანხმებამდე მისვლა. გამომდინარე აქედან, სააკაშვილმა და მისმა „შლეიფმა“ გამოიყენა ის იარაღი, რომლითაც ისინი ატერორებდნენ და მართავდნენ საქართველოს. დღესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის შეზღუდული დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმის დროს. რატომ არის შეზღუდული? იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, ეს შავი მასალა და მისი ფაბრიკაცია არის ალბათ ყველაზე და ადამიანები ჰყავთ წნეხის და ტერორის ქვეშ.

ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მოახდინონ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ამ ქაოსის ფონზე, სააკაშვილმა ისევ ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები