“ფალსიფიცირებული ჩანაწერი ნაცსექტამ მიმდინარე მოლაპარაკების ჩაშლის მიზნით იმ დროს გამოიყენა, როდესაც მიშელის და დასავლელი პარტნიორების მედიაციით, მოლაპარაკებები უნდა განახლებულიყო”

“შაბათს, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ სააკაშვილის დესტრუქციული ე.წ. პარტია და მისი მარიონეტები საბჭოთა ‘ჩეკისტურ-კაგებეშნიკური’ მეთოდებით, წლების განმავლობაში შენახულ ჩანაწერების ფაბრიკაციით, ამჯერად deepfake-ითა და “წითელი მედიის” საშუალებით, საკუთარ ხალხზე საინფორმაციო-ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყველაფერი ავად თუ კარგად, წარმატებით დასრულდება ისე, როგორც ეს საზოგადოების უმრავლესობას სურს.

“შაბათს, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ სააკაშვილის დესტრუქციული ე.წ. პარტია და მისი მარიონეტები საბჭოთა ‘ჩეკისტურ-კაგებეშნიკური’ მეთოდებით, წლების განმავლობაში შენახულ ჩანაწერების ფაბრიკაციით, ამჯერად deepfake-ითა და “წითელი მედიის” საშუალებით, საკუთარ ხალხზე საინფორმაციო-ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აღნიშნული ფალსიფიცირებული ჩანაწერი ნაცსექტამ მიმდინარე მოლაპარაკების ჩაშლის მიზნით სწორედ იმ დროს გამოიყენა, როდესაც შარლ მიშელის და ზოგადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციით, მოლაპარაკებები უნდა განახლებულიყო და მაგიდასთან, ოპოზიციის მხრიდან, კონკრეტული წინადადებები ან წინადადება უნდა წარდგენილიყო. უკვე ვახსენე ეუთო/ოდირის ძალიან პოზიტიური დასკვნის გადაფარვის მცდელობაც.

ვხედავთ, რომ ნაცსექტამ ამ “სკანდალური” ჩანაწერების [რეალობაში ფაბრიკაციის] დასაგმობად თავისი ყველა თოჯინა და მარიონეტი მოქოქა ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან, ფსევდო-სპეციალისტებისგან თუ ფინია-პოლიტიკანებისგან.

შედეგი გვანახონ, შედეგი ‘საყოველთაო-სახალხო’ მღელვარებისა, მაგრამ ‘შეშა’ არ არის, ნაცგოიმებო!

ყველაფერი ავად თუ კარგად, წარმატებით დასრულდება ისე, როგორც ეს საზოგადოების უმრავლესობას სურს!”,- წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები