“რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ” – ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეზე

“მამუკა ხაზარაძეს გადაეცით – პრემიერის გადადგომა რა მოსატანია ბატონო მამუკა! უფრო მეტიც, მთლიანად ქართული ოცნების ელექტორატი ლელოს გიერთდებით! ხუმრობა იქით იყოს… ყველაფერს აქვს ზღვარი!”,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ.

“მამუკა ხაზარაძეს გადაეცით – პრემიერის გადადგომა რა მოსატანია ბატონო მამუკა! უფრო მეტიც, მთლიანად ქართული ოცნების ელექტორატი ლელოს გიერთდებით!

ხუმრობა იქით იყოს და სულ თავს ვიკავებდი ლელოზე ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ზოგიერთი წესიერი ჩემი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი!

ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. უფრო მეტიც, რეჟიმის შნირი იყო და როდესაც ხალხს გლდანის ციხეში მასობრივად კლავდნენ, თვითონ მათ ქონებას იფორმებდა და კიდევ რა ჩამოვთვალო არ ვიცი! უამრავი ადამიანი მხვდება და ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ იმდენი ნაცებს არ უქნიათ, რაც ხაზარაძემ ზემოდან დაგვიმატაო!

მოკლედ და გასაგებად – რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ”,- წერს მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები