მდინარაძე – გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია, „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული

“პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ ამაზე გვქონდა ინფორმაცია. ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011-2012 წლის, არამედ 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

რიგორც ის განმარტავს, აღნიშნული არის აბსოლუტური ფაბრიკაცია.

“ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია, „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს ამ მიმართულებით საზოგადოებაზე. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც  უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც  უნდა იყოს ამაში, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები