მდინარაძე: ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და პირველ ეტაპზე მოხდება მედპერსონალის აცრა

“ჩვენ შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ ვაქცინას შემოვიტანთ ქვეყანაში”, – ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, როცა საქართველოში ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა. საუბარია „ფაიზერზე“, „ასტრა ზენეკაზე“. ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში და პირველ ეტაპზე მოხდება მედპერსონალის აცრა, შემდეგ უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები