“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია მიმდინარეობს.  აქტივისტები ადგილზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მივიდნენ. ამის მიზეზი კი დღეს გავრცელებული  აუდიოჩანაწერია.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერები წარწერით:  “ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი”, “მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს” და სხვ.

ამასთან, ისინი კვლავ აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ისინი “კომენდანტის საათს” დემონსტრაციულად არღვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები