სახალხო დამცველი – ჩვენი ცხელი ხაზი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო დროებით გათიშულია
სახალხო დამცველის ცხელი ხაზი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო დროებით გათიშულია. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 1481 ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო, დროებით გათიშულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მოგვმართონ როგორც ელექტრონული ფოსტის info@ombudsman.ge ისე სოციალური ქსელის მეშვეობით“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის გვერდზე სოციალურ ქსელში.